Article 18. სააგენტოს უფლებამოსილებები
1. სააგენტო ეკონომიკურ აგენტთან მიმართებით უფლებამოსილია: ა) განახორციელოს საქმის მოკვლევა წარდგენილი საჩივრის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით; ბ) ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს მისი საქმიანობის ან/და კონკრეტული ოპერაციის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტაციის (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაციის) წარდგენა, რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის; გ) ეკონომიკური აგენტისთვის/მხარისთვის/დაინტერესებული მხარისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ეკონომიკური აგენტისგან/მხარისგან/დაინტერესებული მხარისგან ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვის შესახებ; დ) შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მხარეს/დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებისთვის გამოცხადება; ე) სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ადგილზე შეამოწმოს შესაბამისი ეკონომიკური აგენტი; ვ) მოთხოვნილი ინფორმაციის განსაზღვრულ ვადაში მიუწოდებლობის შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს/მხარეს/დაინტერესებულ მხარეს დააკისროს ჯარიმა ამ კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად; ზ) ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ზ 1) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი კონკრეტული ქმედების განხორციელების თაობაზე ეკონომიკური აგენტის მიერ შეთავაზებული პირობითი ვალდებულების მიღებაზე; ზ 2 ) ეკონომიკურ აგენტს წარუდგინოს განსახილველად სავალდებულო რეკომენდაციები; თ) ამ კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში დააკისროს შესაბამისი ჯარიმა ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად; ი) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტები საქმის მოკვლევის პროცესში; კ) (ამოღებულია - 16.09.2020, №7126); ლ) დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ ამ კანონის არაერთგზის დარღვევისას სასამართლოს წინაშე დასვას მისი იძულებით დაყოფის საკითხი, თუ ეკონომიკური აგენტის დაყოფა (საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევება) შესაძლებელია; ლ 1 ) თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ შეთავაზებულ სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებაზე; ლ 2 ) სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ; მ) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი ეკონომიკური აგენტის ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი; ნ) სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერების თაობაზე, თუ არსებობს აშკარა მტკიცებულება, რომ ეს ქმედება მნიშვნელოვნად ზღუდავს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით გათვა ლისწინებულ კონკურენციას. ო) ეკონომიკური აგენტის დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული ჯარიმის არაუმეტეს 1 წლის ვადით გადანაწილების თაობაზე.
