1.სააგენტო საჩივრის მიღების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სწავლობს საჩივრის დასაშვებობის საკითხს.
2.სააგენტო ვალდებულია მისთვის წარდგენილი საჩივარი გაუგზავნოს მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის სავარაუდო დარღვევის თაობაზე საჩივრისა. მოპასუხე უფლებამოსილია სააგენტოს განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს საჩივრის თაობაზე საკუთარი მოსაზრებები.
