1.სააგენტო საქმის შესწავლის შედეგად, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.
2.მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სააგენტო თავისი გადაწყვეტილებით მომსახურების მიმწოდებელს განუსაზღვრავს ვადას და მოსთხოვს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობის შესრულებას: ა) დარღვეული უფლების აღდგენას; ბ) ამ კანონით გათვალისწინებული აკრძალული ქმედების შეწყვეტას.
