For information only — not legal advice.
სააგენტო და შესაბამისი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო თანამშრომლობენ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისა და აღკვეთისათვის. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 86 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. მუხლი 31. თანამშრომლობის ფორმები. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონის დებულებათა გამოყენება 1. ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარი/განცხადება ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება წარედგინება ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს ან სააგენტოს. თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე საჩივარი/განცხადება ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინება სააგენტოს წარედგინა, იგი ამ საჩივარს/განცხადებას ან შეტყობინებას 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სააგენტო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკითხს შეისწავლის, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) კანონის სავარაუდო დამრღვევი ან კონცენტრაციის მონაწილე ერთ-ერთი მხარე არ არის ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი; ბ) კანონის სავარაუდო დამრღვევი და კონცენტრაციის მონაწილე მხარეები ეკონომიკის სხვადასხვა რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტები არიან; გ) სავარაუდო კანონის საწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი სუბიექტი/სუბიექტები არის/არიან ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტი/ეკონომიკური აგენტები, მაგრამ ეს ქმედება (დავის საგანი) ეკონომიკის რეგულირებად სფეროში არ განხორციელებულა.
3. თუ საკითხის შესწავლის უფლებამოსილების მქონე ორგანო ვერ დადგინდა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა 30 კალენდარულ დღემდე იზრდება, რათა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრის მიზნით სააგენტოსა და ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს შორის კონსულტაციები გაიმართოს.
4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო ვერ განისაზღვრა, საკითხს სააგენტო შეისწავლის.
5. თუ ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას სააგენტო განიხილავს, იგი ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს.
6. თუ ეკონომიკის რეგულირებად სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის ფაქტს ან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინებას ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო განიხილავს, იგი სააგენტოს საკითხის განხილვაში მონაწილეობის მიღების ან/და საკუთარი პოზიციის წარმოდგენის მოთხოვნით მიმართავს.
7. ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელი ორგანო ეკონომიკის რეგულირებად სფეროში ამ კანონით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისას ხელმძღვანელობს ამ კანონის მე-3 და მე-6−მე-9 მუხლებით, მე-11 მუხლის პირველი−მე-8 პუნქტებით, 11 1 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-6−მე-12 პუნქტებითა და 27-ე, 33-ე და 33 1 მუხლებით, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტს, მე-5 მუხლს, 11 1 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებსა და 11 2 , მე-18, 22-ე−25-ე და 32-ე მუხლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
8. ამ კანონის საფუძველზე მიღებული სააგენტოს სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული საკითხები წესრიგდება ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობით.
9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის ერთი მარეგულირებელი ორგანოს კომპეტენციისთვის მიკუთვნებული ეკონომიკის რეგულირებადი სფეროები ეკონომიკის ერთ რეგულირებად სფეროდ მიიჩნევა.
10. ეს მუხლი არ ზღუდავს ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს მარეგულირებელ ორგანოს, გამოიყენოს ეკონომიკის შესაბამისი რეგულირებადი სფეროს მომწესრიგებელი სპეციალური კანონმდებლობის დებულებები იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ეკონომიკური აგენტის საოპერაციო აქტივის შეძენა, ეკონომიკური აგენტების შერწყმა ან ეკონომიკური აგენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი წილის ან აქციების შეძენა და აღნიშნული ტრანზაქციები ამ კანონის მე-11 მუხლის რეგულირების სფეროში არ ექცევა. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №1586 - ვებგვერდი, 03.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7126 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. თავი VII. სანქციები
Closest in meaning — including in other laws
კონკურენციის შესახებ