ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ
Article 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ინ ვესტორი − პირი, რომელიც საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აშენებს ოლიმპიურ სოფელს და ოლიმპიადის ( მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული ფესტივალის) ორგანიზებისათვის აუცილებელ სხვა დამხმარე ნაგებობებს; ბ) ოლიმპიური სოფელი − ოლიმპიადის ჩასატარებლად საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით მოწყობილი ტერიტორია; გ) ხელშეკრულება − საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება; დ) კონტრაქტორი − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს საწარმო, რომელიც ინვესტორის დაკვეთით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე აშენებს ოლიმპიურ სოფელს და ოლიმპიადის ორგანიზებისთვის აუცილებელ სხვა დამხმარე ნაგებობებს, აგრეთვე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის, საბაჟო საწყობის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ნაგებობებს, ან/და ახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა მშენებლობას; ე) მშენებლობის დაწყების თარიღი − ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დასაწყებად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შესაბამისი მშენებლობის ნებართვის პირველად გაცემის თარიღი. საქართველოს 2022 წლის 26 აპრილის კანონი №1524 – ვებგვერდი, 06.05.2022წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1063 – ვებგვერდი, 14.11.2025წ.
