თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ
Article 4. ინვესტორის უფლება-მოვალეობები
1. ინვესტორი უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასხვისოს სასტუმრო, რის თაობაზედაც მან გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს ქონების მმართველს; ბ) ისარგებლოს ამ კანონით დადგენილი შეღავათებით; გ) ქონების მმართველთან შეთანხმებით სასტუმროს სამშენებლო პროექტში შეიტანოს გარკვეული ცვლილებები ; დ) მიმართოს საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ კომისიას თავის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის მიზნით.
2. ინვესტორი ვალდებულია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარეგისტრიროს ცალკე მეწარმე სუბიექტი, რომელიც განახორციელებს მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას (სასტუმროს მშენებლობასა და ფუნქციონირებას); ბ) ქონების მმართველს წარუდგინოს განაცხადი და ინფორმაცია სასტუმროს მშენებლობისათვის განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობის შესახებ; გ) თითოეული სასტუმროს მშენებლობისათვის განახორციელოს არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიცია; დ) ააშენოს საშუალო ან/და მაღალი კლასის სასტუმრო ამ კანონით დადგენილი პირობებითა და წესით; ე) უზრუნველყოს სასტუმროს ფუნქციონირება სამინისტროს მიერ შესაბამისი კლასის სასტუმროსთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად; ვ) (ამოღებულია - 10.12.2015, №4599) ; ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ დ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ კომისიას წარუდგ ინოს შემოთავაზებული საინვესტიციო თ ან ხის არანაკლებ 10 პროცენტის ოდენობის საბანკო გარანტია, რომლის მოქ მე დების ვადა სასტუმროს მშენებლობის ვადას არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს , თუ კომისი ამ სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიიღო.
