თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ
Article 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს ამავე კანონის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სასტუმრო – შენობა ან/და შენობა-ნაგებობათა ერთიანი კომპლექსი, რომელსაც აქვს თავისი ინფრასტრუქტურა და რომელიც შესაბამისი სამშენებლო დოკუმენტის პროექტით სასტუმროდ არის გათვალისწინებული. სასტუმრო უნდა იყოს საშუალო ან მაღალი კლასის, რომლის განსაზღვრის კრიტერიუმებს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო); ბ) ინვესტორი – პირი (მეწარმე სუბიექტი), რომელიც ამ კანონით დადგენილი წესი თ ა შენ ებს სასტუმროს და უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას ; გ) თავისუფალი ტურისტული ზონა − ზონა, სადაც მოქმედებს ამ კანონით დადგენილი პირობები და შეღავათები; დ) ქონების მმართველი – „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქონების მმართველი, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; ე) სასტუმროსთან თავსებადი საქმიანობა – სასტუმროს ნომრების გაქირავება და მასთან პირდაპირ დაკავშირებული მომსახურება, აგრეთვე სასტუმროს კვების ობიექტის, სპაცენტრის, გამაჯანსაღებელი ცენტრის/ფიტნესცენტრის, აუზის, აკვაპარკის, სპორტული მოედნისა და საკონფერენციო დარბაზის ფუნქციონირება. საქართველოს 2011 წლის 5 მაისის კანონი №4647 - ვებგვერდი,13.05.2011წ. საქართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონი №4599 - ვებგვერდი, 22.12.2015წ.
