Article 27. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გადაზიდვა ( გადატანა )
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა გადაზიდვის ( გადატანის ) უფლება აქვ ს ამ ნივთიერებების ბრუნვაზე უფლებამოსილ იურიდიულ პირს მათი შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად .
2. იურიდიული პირის მიერ II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ პოლიციის დაცვის თანხლებით .
3. ფიზიკურ პირს უფლება აქვს, II სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტი გადაიტანოს მისი შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად. ასეთი დოკუმენტის ფორმასა და გაცემის წესს ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3064 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
