Article 4. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებ ათა სიები და მათში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი პოტენციალის, მათი გავრცელების, ზემოქმედების ხანგრძლივობის, სოციალური მნიშვნელობისა და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის საშიშროების მიხედვით , შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I, II, III და IV სიაში : ა) I სია − ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − უმაღლესი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე ნარკოტიკული საშუალებები , აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე მკაცრად არის შეზღუდული; ბ) II სია − ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებები − მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ნარკოტიკული საშუალებები , მათი წამლის ფორმები, აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებული სხვა ნივთიერებები, რომელთა ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდულია ; გ) III სია − ფსიქოტროპული ნივთიერებები − საშუალო სამედიცინო და სოციალური რისკის მქონე, საქართველოს ტერიტორიაზე სამედიცინო მიზნით გამოყენებისათვის ნებადართული ფსიქოტროპული ნივთიერებები , მათი წამლის ფორმები , აგრეთვე სამედიცინო და სოციალური რისკის თვალსაზრისით მათთან გათანაბრებულ ი სხვა ნივთიერებები ; დ) IV სია − პრეკურსორები − ნივთიერებები (პრეკურსორები ) , რომლებიც ხშირად გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო დამზადებისათვის.
