საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 159. 10 . საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ანდა მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება
1. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ ნივთიერებათა პოპულარიზაცია ან რეკლამა ანდა მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენებისა და შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფიზიკური პირის მიერ − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარიდან 10 000 ლარამდე ოდენობით.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი იურიდიული პირის მიერ, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარიდან 20 000 ლარამდე ოდენობით. საქართველოს 2012 წლის 22 მაისის კანონი №6246 – ვებგვერდი, 08.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3774 – ვებგვერდი, 20.12.2018წ.
