„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“
Article 35. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ აუდიტს ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ.ა“, „ვ.გ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად შერჩეული აუდიტორული ფირმა (გარე აუდიტორი). საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5294 - ვებგვერდი, 01.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 21 დეკემბრის კანონი №132 - ვებგვერდი, 30.12.2012წ. საქართველოს 2014 წლის 13 ნოემბრის კანონი №2784 - ვებგვერდი, 20.11.2014წ. საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3881 – ვებგვერდი, 14.12.2018წ.
