სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
Article 22^1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესყიდვის შემოწმება
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური შესყიდვას ამოწმებს შემსყიდველი ორგანიზაციის/ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს აუდიტის მეშვეობით.
2. შემსყიდველი ორგანიზაცია/ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ვალდებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მისი მოთხოვნით წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია.
3. შესყიდვის მონაწილე ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციას/ცენტრალურ შემსყიდველ ორგანოს მისი მოთხოვნით წარუდგინოს შესყიდვასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია. საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №882-სსმI, №1, 15.01.2009წ., მუხ.3 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1236-სსმI, №13, 02.07.2009წ., მუხ.67 საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 – ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1056 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.
