„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“
Article 34. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დაფინანსება
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლით გათვალისწინებული მოცულობის ფარგლებში არ შეიძლება იყოს წინა წლის შესაბამის მოცულობაზე ნაკლები.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ათვის მიმდინარე წლის სა ხელმწიფო ბიუჯეტ ის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების შემცირება, ასევე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების ოდენობის წინა წელთან შედარებით შემცირება შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანხმობით.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომავალი წლის ბიუჯეტის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის ფორმირების წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
