„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“
Article 37^1. საქართველოს კონტროლის პალატის უფლებამონაცვლის განსაზღვრა
1. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის საქართველოს კონტროლის პალატის უფლებამონაცვლე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა საქართველოს კონტროლის პალატის ქონება და ფინანსური საშუალებები.
2. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გენერალური აუდიტორის ახალი ნორმატიული აქტის გამოცემამდე. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ.
