1.ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდეგში – სპეციალური წოდებები) სახეებს, კლასიფიკაციას, თანაფარდობას, მინიჭებისა და ჩამორთმევის წესს.
2.სპეციალური წოდებები წესდება შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებების მოსამსახურეებისათვის: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო; გ) (ამოღებულია). დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ; ე 1 ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; ე 2 ) ( ამოღებულია - 24.06.2025, №711 ); ე 3 ) ( ამოღებულია - 17.12.2025, №1310 ); ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური; ზ) (ამოღებულია – 05.05.2011, №4652); თ) (ამოღებულია - 05.07.2018, №3134 ); ი) ( ამოღებულია - 26.06.2025, №766 ); კ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; ლ) (ამოღებულია - 22.12.2018, №4084); მ) საქართველოს პროკურატურა; ნ) ( ამოღებულია - 26.06.2025, №807 );
