„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“
Article 8. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება
1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება: ა) შეფასების შედეგების მიხედვით; ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის; გ) კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, წახალისების წესით. 1 1 . სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურისთვის სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებაზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურისთვის სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების საფუძვლები განისაზღვრება პენიტენციური კოდექსით.
2. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების ვადამდე მინიჭების უფლებამოსილების მქონე სუბიექტები განისაზღვრება ამ კანონის მე-7 მუხლის მე-2, 2 1 და მე-4 პუნქტების შესაბამისად.
3. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებების ვადამდე მინიჭების წესსა და პირობებს ადგენენ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4956 - ვებგვერდი, 11.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4375 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №151 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3991 – ვებგვერდი, 26.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №818 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
