„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“
Article 7. სპეციალური წოდების მინიჭება
1.სპეციალური წოდების მინიჭების წესს ადგენ ს სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისათვის და მისი აპარატის მოხელეებისათვის სპეციალური წოდების მინიჭების წესს განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი. აღნიშნული სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია უმცროსი, საშუალო ან/და უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების ის უფლებამოსილება, რომელიც მას აქვს, გადასცეს თავის პირველ მოადგილეს ან მოადგილეს ანდა იმავე დაწესებულების სისტემაში შემავალი დაწესებულების ან სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. 2 1 . ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ“−„ე 1 “ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. უმაღლეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ - მინისტრის თანახელმოწერით .
4. უმცროსი, საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებები საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ენიჭებათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ხოლო მისი აპარატის მოხელეებს – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ბრძანებით.
5. მომდევნო სპეციალური წოდების მინიჭება ხდება სათანადო წინა სპეციალური წოდებისა და დაკავებული თანამდებობისათვის საშტატო განრიგით ან სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ზღვრული წოდების გათვალისწინებით.
6. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება ამ კანონით დადგენილი თანამიმდევრობით. დაუშვებელია სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამო ტოვებით, გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისთვის დადგენილი წესით პირველადი საშუალო სპეციალური წოდების (უმცროსი ლეიტენანტის ან მასთან გათანაბრებული წოდების) მინიჭებისა, რაც შეიძლება განისაზღვროს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტით.
