Article 45. სამსახურის ვადა პოლიციის წოდების მისანიჭებლად
Consolidation №45 Verified against the current consolidation · 17 Mar 2026
1. პოლიციაში წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სამსახურის ვადა, გარდა უმცროსი სპეციალური წოდებებისა.
2. უმაღლესი წოდებების მისანიჭებლად სამინისტროში სამსახურის ვადა არ წესდება. აღნიშნულ წოდებებს ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი მინისტრის წარდგინებით.
3. განსაკუთრებული დამსახურებისათვის ან ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით წოდების ვადამდე მინიჭების უფლება აქვს მინისტრს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პოლიციის შესახებ
