ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ
ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.ეროვნული კინოცენტრი არის ამ კანონის საფუძველზე საქართველოს კულტურის სამინისტროსთან (შემდგომ − სამინისტრო) შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს.
2.დასახული მიზნებისა და დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონითა და საკუთარი დებულებით გათვალისწინებული საქმიანობა. საკუთარი მიზნების მისაღწევად ეროვნული კინოცენტრი აგრეთვე უფლებამოსილია გასწიოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობაც.
3.ეროვნული კინოცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან შესაბამისი მუნიციპალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრ ულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4.ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე 3 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს კულტურის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).
5.ეროვნული კინოცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული კინოცენტრის დებულების შესაბამისად.
6.ეროვნული კინოცენტრის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: ა) კინოს დარგში კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ბ) ქართული კინოს დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამების შექმნასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა; გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცესში სათანადო წინადადებების მომზადება და წარდგენა კინემატოგრაფიისათვის გამოსაყოფი ასიგნებების ნაწილში; დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კინემატოგრაფიისათვის გამოყოფილი სახსრების განაწილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი საკონკურსო წესით; ე) კინოს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კინოქსელისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო მხარდაჭერის კოორდინაცია; ვ) ფილმების ერთიანი საინფორმაციო-სააღრიცხვო ბანკის შექმნა; ზ) საქართველოს ეროვნული კინოარქივის შექმნა; თ) კინოგანათლებისა და კინომეცნიერების განვითარება, შემოქმედებითი და საინჟინრო-ტექნიკური კადრების მომზადებისათვის ხელის შეწყობა; ი) კინოს დარგში სტატისტიკური აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა, კინოორგანიზაციათა ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება; კ) კინოს დარგში საერთაშორისო კავშირების განვითარება, საერთაშორისო კინოორგანიზაციებში წარმომადგენლობა, მონაწილეობა კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში; ლ) ფილმის ავტორთა უფლებების დაცვისათვის ზრუნვა და ხელშეწყობა; მ) ეროვნული ფილმის დებულების შემუშავება და დამტკიცება.
7.ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურა, კომპეტენცია, მართვის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი, სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები, საფინანსო საქმიანობის საფუძვლები და ქონების ფორმირების წესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრი და ამტკიცებს მინისტრი. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №967 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.54 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4550 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1624 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3047 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6914 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №379 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3866 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №99 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. თავი III კინოს სახელმწიფო დაფინანსება
1. ეროვნული კინოცენტრი არის ამ კანონის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავისდამოუკიდებლად საქმიანობასახორციელებს დამოუკიდებლადთავის ახორციელებს.საქმიანობას. 2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად ეროვნული კინოცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ამ კანონითა და საკუთარი დებულებით გათვალისწინებული საქმიანობა. საკუთარი მიზნების მისაღწევად ეროვნული კინოცენტრი აგრეთვე უფლებამოსილია გასწიოს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობაც. 3. ეროვნული კინოცენტრის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან შესაბამისი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები; დ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4. ეროვნულ კინოცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე 3 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. 5. ეროვნული კინოცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული კინოცენტრის დებულების შესაბამისად. 6. ეროვნული კინოცენტრის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: ა) კინოს დარგში კანონპროექტებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; ბ) ქართული კინოს დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამების შექმნასა და მის განხორციელებაში მონაწილეობა; გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავების პროცესში სათანადო წინადადებების მომზადება და წარდგენა კინემატოგრაფიისათვის გამოსაყოფი ასიგნებების ნაწილში; დ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან კინემატოგრაფიისათვის გამოყოფილი სახსრების განაწილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილი საკონკურსო წესით; ე) კინოს ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კინოქსელისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო მხარდაჭერის კოორდინაცია; ვ) ფილმების ერთიანი საინფორმაციო-სააღრიცხვო ბანკის შექმნა; ზ) საქართველოს ეროვნული კინოარქივის შექმნა; თ) კინოგანათლებისა და კინომეცნიერების განვითარება, შემოქმედებითი და საინჟინრო-ტექნიკური კადრების მომზადებისათვის ხელის შეწყობა; ი) კინოს დარგში სტატისტიკური აღრიცხვიანობის სისტემის დანერგვა, კინოორგანიზაციათა ერთიანი მონაცემთა ბაზის წარმოება; კ) კინოს დარგში საერთაშორისო კავშირების განვითარება, საერთაშორისო კინოორგანიზაციებში წარმომადგენლობა, მონაწილეობა კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში; ლ) ფილმის ავტორთა უფლებების დაცვისათვის ზრუნვა და ხელშეწყობა; მ) ეროვნული ფილმის დებულების შემუშავება და დამტკიცება. 7. ეროვნული კინოცენტრის სტრუქტურა, კომპეტენცია, მართვის ორგანოების შექმნისა და საქმიანობის წესი, სახელმწიფო კონტროლის ფორმა და ფარგლები, საფინანსო საქმიანობის საფუძვლები და ქონების ფორმირების წესი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად განისაზღვრება ეროვნული კინოცენტრის დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული კინოცენტრი და ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №967 - სსმ I, №6, 19.01.2005 წ., მუხ.54 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4550 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1624 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3047 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. თავი III კინოს სახელმწიფო დაფინანსება
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
—
—