1.ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნების საკითხს წყვეტს სამინისტრო. აღნიშნულ პროფესიულ სახელმწიფო თეატრზე ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ნორმები.
2.სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული სახელმწიფო თეატრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს და მის დებულებას (წესდებას) ამტკიცებს მინისტრი.
3.სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4.საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისმა ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამავე კანონის შესაბამისად უზრუნველყონ სარეკომენდაციო საბჭოების ჩამოყალიბება და მათი დებულებების დამტკიცება.
5.საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისმა ორგანოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში უზრუნველყონ პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების დებულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
6.ამ კანონის ამოქმედებისთანავე პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების მმართველები და სამხატვრო ხელმძღვანელები გამოცხადდნენ მოვალეობის შემსრულებლებად ამავე კანონით დადგენილი წესით სამხატვრო ხელმძღვანელთა და თეატრების დირექტორთა დანიშვნამდე. პროფესიულ სახელმწიფო და პროფესიულ მუნიციპალურ თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელები და თეატრების დირექტორები ამ კანონით დადგენილი წესით დაინიშნონ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში.
