კულტურული მემკვიდრეობის შესახებ
Article 6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში
1. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (მისი მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ეროვნული არქივი): ა) ამ კანონითა და „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ეროვნულ საარქივო ფონდში არსებული კულტურული მემკვიდრეობისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემცველი დოკუმენტების გამოვლენასა და აღწერას, პასუხისმგებელია მათ მოვლა-პატრონობაზე, უზრუნველყოფს მათზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას; ბ) გამოვლენილი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას აწვდის სამინისტროს; გ) კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან.
