Article 9. საკრებულოების შემადგენლობა
1. საკრებულოები შედგება: ა) ხუთი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 500-ს; ბ) შვიდი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 1 000-ს; გ) ცხრა წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 2 000-ს; დ) ცამეტი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 5 000-ს; ე) ჩვიდმეტი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 10 000-ს; ვ) ცხრამეტი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 30 000-ს; ზ) ოცდაერთი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 50 000-ს; თ) ოცდახუთი წევრისაგან, თუ შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობა 50 000-ზე მეტია.
2. ქალაქების – ბათუმის, რუსთავის, სოხუმის, ფოთის, ქუთაისისა და ცხინვალის საკრებულოები შედგება 30 წევრისაგან.
3. ქალაქ თბილისის საკრებულო შედგება 55 წევრისაგან.
4. საკრებულოებში ასარჩევ წევრთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი საკრებულოს ტერიტორიაზე ამომრჩეველთა რაოდენობის (არჩევნების წლის 1 იანვრის მდგომარეობით) მიხედვით.
5. საკრებულოს ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველისა წყდება ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებისთანავე.
