საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
Article 14. უცხო ქვეყნის სახელმწიფო გემისა და სამხედრო ხომალდის სანავსადგურო მოსაკრებლებისაგან გათავისუფლება
Consolidation №25 Verified against the current consolidation · 13 Dec 2023
ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხო ქვეყნის სახელმწიფო გემები და სამხედრო ხომალდები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში უცხო ქვეყნის გემებისა და სამხედრო ხომალდებისათვის ღია ნავსადგურებში შესვლისას თავისუფლდებიან სანავსადგურო მოსაკრებლებისაგან, მათთვის გაწეული მომსახურების საფასურის გარდა. თავი III. საქართველოს ტერიტორიული ზღვა
