1.საქართველოს ტერიტორიული ზღვა არის 12 საზღვაო მილის სიგანის საზღვაო სარტყელი, რომელიც აკრავს საქართველოს სახმელეთო ტერიტორიას ან შიდა საზღვაო წყლებს. ტერიტორიული ზღვის სიგანე აითვლება საწყისი ხაზებიდან.
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
1.საქართველოს ტერიტორიული ზღვა არის 12 საზღვაო მილის სიგანის საზღვაო სარტყელი, რომელიც აკრავს საქართველოს სახმელეთო ტერიტორიას ან შიდა საზღვაო წყლებს. ტერიტორიული ზღვის სიგანე აითვლება საწყისი ხაზებიდან.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.საქართველოს ტერიტორიული ზღვის დელიმიტაცია სხვა შავიზღვისპირა ქვეყნების ტერიტორიული ზღვისაგან ხორციელდება ამ ქვეყნებთან შეთანხმების საფუძველზე. თუ ასეთი შეთანხმება არ არსებობს, დელიმიტაცი ა ხორციელდება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად.
3.საქართველოს ტერიტორიული ზღვის გარე საზღვარი არის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
4.საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე განკარგვა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ ხელოვნურ კუნძულზე ან/და ნახევარკუნძულზე ვრცელდება ამ კანონის 34-ე მუხლის მოთხოვნები.
5.საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ ხელოვნურ კუნძულს ან/და ნახევარკუნძულს არ აქვს კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის სტატუსი და თავისი ტერიტორიული ზღვა. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის არსებობა გავლენას არ ახდენს საქართველოს ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის საზღვრების დადგენაზე. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3893 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.
The amendments this article has been through
Addition of clauses defining the legal status and treatment of artificial islands or peninsulas constructed within Georgian territorial waters, including ownership rules, application of existing regulations (Article 34), lack of independent island status/territorial sea, and non-impact on maritime boundaries.
amending act №5999160Describe your situation — we'll help you find the right specialist.