საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
Article 2. კანონის მიზანი
კანონის მიზანია: ა) საქართველოს უფლებების, ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვა საქართველოს საზღვაო სივრცეში; ბ) შავი ზღვის მშვიდობიანი მიზნით გამოყენება, შავიზღვისპირა და სხვა უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება; გ) ნაოსნობის გაადვილება და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დ) შავი ზღვის გარემოს დაცვა და ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება; ე) სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა და შავი ზღვის რესურსების რაციონალურად გამოყენება.
