საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
Article 30. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა
Consolidation №25 Verified against the current consolidation · 13 Dec 2023
1. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა არის ზღვის რაიონი, ზღვის ფსკერისა და წიაღისეულის ჩათვლით, რომელიც განლაგებულია საქართველოს ტერიტორიული ზღვის ფარგლებს გარეთ და ეკვრის მას.
2. საქართველოს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სიგანე აითვლება იმ საწყისი ხაზებიდან, საიდანაც აითვლება ტერიტორიული ზღვის სიგანე. საქართველოს 1999 წლის 14 მაისის კანონი №1963 - სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.69
