თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ
Article 3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა
1. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული თავისუფალი ზონის სახეობა , სადაც მოქმედებს დამატებითი პირობები და საგადასახადო შეღავათები .
2. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილი განსაზღვრული საზღვრებითა და კანონით მინიჭებული სპეციალური სტატუსით.
3. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განსაზღვრული ვადით გამოიყოფა ეკონომიკური საქმიანობისათვის და მის ფარგლებში პირები ექვემდებარებიან სპეციალურ ეკონომიკურ და სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც დადგენილია ამ კანონით.
4. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაზე არ ვრცელდება მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილებანი.
5. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომლის ფართობი აღემატება 10 ჰექტარს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დაცული ტერიტორიებისა.
6. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის, მოწყობისა და ფუნქციონირების წესები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
7. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება შესასვლელი და გამოსასვლელი – მოეწყობა საბაჟო გამშვები პუნქტი . საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5951 - ვებგვერდი, 12.04.2012წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4909 - ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6891 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
