1.საქართველო თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ახორციელებს: ა) სუვერენულ უფლებებს, როგორც ცოცხალი, ისე არაცოცხალი ბუნებრივი რესურსების დაზვერვის, მოპოვებისა და დაცვის მიზნით, აგრეთვე წყლის, დინებისა და ქარის გამოყენებით ენერგიის მისაღებად; ბ) იურისდიქციას ხელოვნური კუნძულების, ნაგებობების აგებაზე, მოწყობილობების დამონტაჟებაზე და მათ გამოყენებაზე, საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელებაზე და ზღვის გარემოს დაცვასა და შენარჩუნებაზე; გ) საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
