საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
Article 34. საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული ხელოვნური კუნძულები, ნაგებობები და მოწყობილობები
1. საქართველოს აქვს განსაკუთრებული უფლება თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ააგოს, აგრეთვე ნება დართოს ააგონ და დაარეგულიროს შექმნა, ექსპლუატაცია და გამოყენება: ა) ხელოვნური კუნძულების; ბ) მოწყობილობებისა და ნაგებობების, რომლებიც გამოიყენება ამ კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული მიზნით, აგრეთვე სხვა ეკონომიკური მიზნებისათვის.
2. საქართველოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ხელოვნური კუნძულების მიმართ აქვს განსაკუთრებული იურისდიქცია , მათ შორის , იურისდიქცია საქართველოს საბაჟო , ფისკალური , საემიგრაციო და სანიტარიული კანონმდებლობებისა და წესების მიმართ , აგრეთვე უსაფრთხოების მიმართ .
3. საქართველოს უფლება აქვს თავის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების ირგვლივ, საჭიროების შემთხვევაში, შექმნას გონივრული უსაფრთხოების ზონები, რომელთა ფარგლებშიც მას შეუძლია მიიღოს საჭირო ზომები ნაოსნობის, აგრეთვე ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.
4. უსაფრთხოების ზონების სიგანე დგინდება საქართველოს მიერ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ხელოვნური კუნძულების, ნაგებობებისა და მოწყობილობების არსისა და ფუნქციების შესაბამისად და ვრცელდება მათი გარე კიდის ყოველი წერტილიდან ათვლილი არა უმეტეს 500 მეტრისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უსაფრთხოების ზონების სიგანის გაზრდა ნებადართულია საერთაშორისო სტანდარტებით ან რეკომენდებულია შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. ინფორმაციას უსაფრთხოების ზონების სიგანის შესახებ საქართველოს შესაბამისი ორგანოები აქვეყნებენ „ზღვაოსანთა უწყებებში“.
