საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ
Article 66. უცხო ქვეყნის გემის დევნის წესი
1. უცხო ქვეყნის გემის დევნა შეიძლება დაიწყოს, თუ გემი ან მისი ერთ-ერთი ნავი იმყოფება: ა) საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში ან ტერიტორიულ ზღვაში ამ კანონის 65-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევით; ბ) საქართველოს მიმდებარე ზონაში ამ კანონის 65-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის დარღვევით; გ) საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ან კონტინენტურ შელფზე ამ კანონის 65-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის დარღვევით.
2. უცხო ქვეყნის გემის დევნა იწყება, თუ იგი არ ემორჩილება გაჩერების ბრძანებას. დევნა ხორციელდება შეუჩერებლად, სანამ გემი არ შევა თავისი ან სხვა ქვეყნის ტერიტორიულ ზღვაში.
3. უცხო ქვეყნის გემის დევნა ხორციელდება საქართველოს შესაბამისი ორგანოების სამხედრო ხომალდით და სამხედრო საფრენი აპარატით, ან სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო გემითა და საფრენი აპარატით, რომელთაც აქვთ შესაბამისი განმასხვავებელი ნიშნები.
