Article 25. ინფორმაციის კონფიდენციალობა
1. პირველადი გეოლოგიური, გეოფიზიკური, გეოქიმიური ინფორმაცია, მონაცემები ამ ინფორმაციის ინტერპრეტაციის შესახებ, საწარმოო მონაცემები, სამთო ქანების ნიმუშები, მათ შორის, ინვესტორის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებისას მიღებული გარსი და ქანთაშორისი სითხე, სახელმწიფოს საკუთრებაა. ინვესტორს უფლება აქვს, თავისუფლად და უსასყიდლოდ ისარგებლოს ამ ინფორმაციით, მონაცემებითა და ნიმუშებით საქართველოსა და უცხო ქვეყნებში მხოლოდ ნავთობისა და გაზის ოპერაციებისა და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების განსახორციელებლად, იმ პირობით, რომ ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცული იქნება.
2. ინვესტორს უფლება აქვს გაუმჟღავნოს ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია თავის ფილიალს, ნებისმიერ პროფესიონალ მრჩეველს, ბანკს ან საფინანსო ორგანოს, რომლისგანაც ინვესტორი ცდილობს ფინანსების მოზიდვას, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ ინფორმაციის კონფიდენციალობა.
3. გარკვეული დროის შემდეგ სახელმწიფოს უფლება აქვს კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდოს მესამე მხარეს. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №671 – ვებგვერდი, 16.06.2025წ. თავი III 1 . ნავთობის გადამუშავება, გაზის დამუშავება და ტრანსპორტირების საქმიანობა საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ნავთობისა და გაზის შესახებ
