Article 82. საკუთრება წყლის შესახებ ინფორმაციაზე
1. ინფორმაცია წყლის მარაგის, რესურსების და ხარისხობრივი მდგომარეობის, მიწისქვეშა წყლების საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ, წარმოადგენს იმ სუბიექტის საკუთრებას, რომლის სახსრებითაც არის მოპოვებული ეს ინფორმაცია.
2. შეიძლება წყლის შესახებ ინფორმაციის გაყიდვა ან შესყიდვა.
3. საქართველოს კანონმდებლობა იცავს საკუთრების უფლებას წყლის შესახებ ინფორმაციაზე.
4. დაუშვებელია სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში შეტანილი ინფორმაციის გაცემა სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე ინფორმაციის მესაკუთრის თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
