1. ამ კანონის ამოქმედებამდე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხდება მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული სანოტარო ორგანოების სააღსრულებო წარწერების აღსრულება ხდება ამ კანონით დადგენილი წესით.
3. ამ კანონით განსაზღვრულ სასამართლო აღმასრულებელთა მომზადება და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება განხორციელდეს 1999 წლის 1 სექტემბრამდე.
4. ამ კანონით განსაზღვრული ნორმატიული აქტების მიღება მოხდეს 1999 წლის 15 მაისამდე.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ კანონის მიღებისთანავე უზრუნველყოს სააღსრულებო სამსახურების შექმნა და სასამართლო აღმასრულებელთა სწავლების ორგანიზაცია.
9. 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღსრულების ფონდის მოცულობის განსაზღვრის უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურმა ფინანსთა სამინისტროს 2000 წლის 15 აგვისტომდე წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა ჩამონათვალი.
10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის უფლებამონაცვლე. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის და იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – სააღსრულებო ბიუროების წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები.
11. საქართველოს მთავრობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებით უზრუნველყოს: ა) სათანადო ცვლილებების განხორციელება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის საბიუჯეტო ასიგნებათა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის.
12. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცება; ბ) სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცება; გ) აღმასრულებლის დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულების დამტკიცება; დ) აღსრულების პოლიციელის სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკის დამტკიცება; ე) აღსრულების ხარჯების სახეობების დადგენა; ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება; ზ) კერძო აღმასრულებლის სამუშაო ადგილის მოწყობის წესის დამტკიცება 2009 წლის 1 ივლისამდე; თ) კერძო აღმასრულებლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის ოდენობისა და პირობების დადგენა 2009 წლის 1 ივლისამდე; ი) კერძო აღმასრულებელთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცება 2009 წლის 1 ივლისამდე; კ) სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის ფორმის დამტკიცება 2009 წლის 1 ივლისამდე; ლ) კერძო აღმასრულებლისათვის აღსრულების პოლიციის სამმართველოს მიერ სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით გაწეული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენა 2009 წლის 1 ივლისამდე; მ ) იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმებისა და წესის დამტკიცება 2010 წლის 1 აგვისტომდე; ნ ) ამ კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცება 2010 წლის 1 აგვისტომდე.
13. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ უზრუნველყოს აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულების დამტკიცება.
14. 2008 წლის 1 ოქტომბრამდე მოვალისათვის დაკისრებული სააღსრულებო მოსაკრებელი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად აღსრულების საფასურის სახით, საიდანაც ანაზღაურდება 2008 წლის 1 ოქტომბრამდე კრედიტორის მიერ გაწეული წინასწარი ხარჯები, ხოლო საფასურის დარჩენილი ნაწილი მიემართება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე.
15. ამ კანონის 38-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ საქმეებზე, რომლებიც წარმოებაში იყო 2008 წლის 1 ოქტომბრამდე, აღსრულების საფასური არ გადაიხდევინება.
16. 2009 წლის 1 ივლისამდე წარმოებაში არსებული სააღსრულებო საქმეები, რომლებზედაც დანიშნულია იძულებითი აუქციონი, დასრულდეს 2009 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით.
17. (მოქმედების ვადა დასრულებულია).
18. 2009 წლის 2 ივლისამდე ყადაღადადებულ მოძრავ ნივთზე აღსრულების რიგითობა განისაზღვრება ყადაღის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღის მიხედვით.
19. 2009 წლის 1 სექტემბრამდე სააღსრულებო ბიუროების მიერ წარმოებაში მიღებულ საქმეებზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გადაწყვეტილებების, აგრეთვე სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესებით დაკისრებული ჯარიმების აღსრულების საფასურია აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 2%, რომელიც ეკისრება მოვალეს.
20. სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ იმ საქმეებზე, რომლებზედაც ამ კანონის 2009 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით ჩატარდა პირველი და განმეორებითი უშედეგო აუქციონები და არ განხორციელებულა კრედიტორისათვის ქონების ნატურით გადაცემა, შესაძლებელია კრედიტორის განცხადების საფუძველზე, ამ კანონით დადგენილი წესით ჩატარდეს აუქციონი (პირველი, განმეორებითი), ხოლო თუ ამ აუქციონზე არ მოხდება ნივთის რეალიზაცია – განხორციელდეს კრედიტორისათვის ნივთის ნატურით გადაცემა.
21. მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ საბანკო ანგარიშის გახსნის თაობაზე ელექტრონული შეტყობინების მიწოდების პირობების განსაზღვრის მიზნით საქართველოში მოქმედმა საბანკო დაწესებულებებმა უზრუნველყონ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან შესაბამისი ხელშეკრულების დადება 2010 წლის 1 მარტამდე.
22. 2010 წლის 1 აპრილამდე სააღსრულებო ბიუროს მიერ წარმოებაში მიღებულ შესაბამის საქმეზე მოვალე საბიუჯეტო ორგანიზაციას სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულებისთვის ეძლევა სამი თვის ვადა.
23. 2011 წლის 1 იანვრამდე იარაღის სახელმწიფო კადასტრის, მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზის, სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრის, საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის, ფასიანი ქაღალდების რეესტრისა და საჯარო რეესტრის მწარმოებელმა ორგანოებმა ( პირებმა) უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის შესაბამისი მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობა.
24. 2010 წლის 1 აგვისტომდე სააღსრულებო ბიუროების მიერ წარმოებაში მიღებულ საქმეებზე უზრუნველყოფილი კრედიტორების მიერ აღსრულების საფასურის წინასწარ გადასახდელი ნაწილის გადახდა, აგრეთვე უზრუნველყოფილი კრედიტორებისათვის ნივთის ნატურით გადაცემა განხორციელდეს 2010 წლის 1 აგვისტომდე არსებული წესით.
25. 2010 წლის 1 აგვისტომდე სააღსრულებო ბიუროების მიერ წარმოებაში მიღებული სააღსრულებო საქმეები, რომლებზედაც დანიშნულია იძულებითი აუქციონი, დასრულდეს 2010 წლის 1 აგვისტომდე არსებული წესით.
26. სასამართლოს ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ (გადახდის ბრძანება), სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი, განჩინება, დადგენილება და ბრძანება ქონებრივი გადახდევინების ნაწილში აღასრულოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2394 – სსმ I, №44(51), 29.09.1999 წ., მუხ.232 საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №485 – სსმ I, №30, 27.07.2000 წ., მუხ.95 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 10 მარტის კანონი №1028 - სსმ I, №5, 24.03.2009წ., მუხ.18 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1321 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.57 საქართველოს 2009 წლის 19 ივნისის კანონი №1323 - სსმ I, №12, 29.06.2009წ., მუხ.58 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1542 - სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.125 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2797 - სსმ I, №14, 30.03.2010წ., მუხ.84 საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3167 - სსმ I, №34, 09.07.2010წ., მუხ.203 საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4628 - ვებგვერდი, 29.12.2015წ.