არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Article 22. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული სამართლებრივი აქტების აღსრულება
1. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული სამართლებრივი აქტები აღსრულდება ამ კანონით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა უზრუნველყონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში არსებული ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტების სააღსრულებო ბიუროებისათვის აღსასრულებლად გადაცემა. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი № 2157 - სსმ I, №13 , 02.06.2003 წ., მუხ.82
