Article 57. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის მე-11 მუხლის მიზნებისათვის, ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდაში იგულისხმება გამოცდა, რომელიც ჩატარდება ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ამავე კანონის მე-12 მუხლით დადგენილი წესით.
2. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირები ჩაითვლებიან ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნულ ნოტარიუსებად.
3. ნოტარიუსები და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინადადებით ნოტარიუსის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშნული ნოტარიუსის შემცვლელი პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან/გაუვიდათ ნოტარიუსის შემცვლელ პირად ყოფნის ვადა და რომელთათვისაც ნოტარიუსის თანამდებობის დაკავებაზე უარის თქმის საფუძველი არ არსებობს, უფლებამოსილი არიან ამ კანონის ამოქმედების შემდეგ მიმართონ საქართველოს იუსტიციის მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადებით. ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი დაინიშნებიან ნოტარიუსის თანამდებობაზე და განახორციელებენ სანოტარო საქმიანობას. (57-ე მუხლის მე-3 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ყოფილ ნოტარიუსებს, თუკი ისინი ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში გადადგნენ თანამდებობიდან, ანიჭებს ნოტარიუსის თანამდებობაზე გამარტივებული წესით დანიშვნის შესაძლებლობას, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/6/1664 – ვებგვერდი, 31.10.2024წ.
