სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Article 14^1. აღსრულების პოლიციის სამმართველო
1. აღსრულების პოლიციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს სტრუქტურული ერთეული.
2. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
3. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ კანონით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულებით.
4. აღსრულების პოლიციელის უფლება-მოვალეობანი, სამმართველოს ორგანიზაცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.
5. სამმართველოში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: ეს კანონი, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონები , აგრეთვე აღსრულების პოლიციის სამმართველოს დებულება და სხვა სამართლებრივი აქტები. საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438
