სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Article 14^2. აღსრულების პოლიციელი
1. აღსრულების პოლიციელი არის მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.
2. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას აღსრულების პოლიციელი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში აღსრულების პოლიციელის უფლებამოსილებანი განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით .
3. აღსრულების პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
4. (ამოღებულია).
5. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას აღსრულების პოლიციელი ატარებს სამსახურებრივ ფორმას, რომლითაც მას უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო. სამსახურებრივი ფორმის ატრიბუტიკას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი . აღსრულების პოლიციელს ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის პირადობის მოწმობა . საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №636 – სსმ I, №48, 16.12.2000 წ., მუხ.136 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №210 - სსმ I, №17, 28.07.2008წ., მუხ.126 საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3884- სსმ I, №72, 22.12.2010 წ., მუხ.438 საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5171 - ვებგვერდი, 07.11.2011წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4367 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №145 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
