სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
For information only — not legal advice.
1. კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობისათვის, აგრეთვე ამ საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაციისა და ტექნიკური სამუშაოსათვის იღებს საზღაურს, რომლის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება დაინტერესებულ მხარესთან დადებული ხელშეკრულებით.
2. კრედიტორის მიერ გადახდილი ან გადასახდელი საზღაურის გადახდა ეკისრება მოვალეს და იგი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. არ შეიძლება მოვალეს დაეკისროს საზღაურის გადახდა ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით.
3. სააღსრულებო ბიუროს მიერ კერძო აღმასრულებლისათვის სააუქციონო მომსახურების გაწევის შედეგად ამოღებული თანხებიდან: ა) კრედიტორის მიერ გადახდილი საზღაური ამ კანონის 38-ე მუხლით დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ამოღებული მოთხოვნის პროპორციულობით გადაერიცხება კრედიტორს. კრედიტორს ასევე გადაერიცხება ამოღებული მოთხოვნა; ბ) კრედიტორის მიერ გადასახდელი საზღაური ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ზღვრული ოდენობის ფარგლებში, ამოღებული მოთხოვნის პროპორციულობით გადაერიცხება კერძო აღმასრულებელს. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2459 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.371
Closest in meaning — including in other laws
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ