სააღსრულებო წარმოებათა შესახებ
Article 14^18. აღსრულების პოლიციის მონაწილეობა კერძო აღმასრულებლის სააღსრულებო საქმიანობაში
1. კერძო აღმასრულებელი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისათვის მიმართავს სამმართველოს, რომელიც მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს კერძო აღმასრულებელს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების გაწევის შესაძლებლობის თაობაზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით სამმართველოს მიერ მომსახურების გაწევაზე თანხმობის შემთხვევაში კერძო აღმასრულებელმა წინასწარ უნდა აუნაზღაუროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს სამმართველოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა, სააღსრულებო მოქმედებათა კატეგორიების მიხედვით, დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით . საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №822 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.300
