1.მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითს, რომელიც გზის იმ სავალ ნაწილზე გადადის, სადაც ის უხვევს, აგრეთვე ველოსიპედისტს, რომელიც კვეთს ამ სავალ ნაწილს საველოსიპედო ბილიკიდან.
2.აკრძალულია გასვლა გზაჯვარედინზე ან სავალი ნაწილების გადაკვეთაზე იმ შემთხვევაში, თუ მათ წინ ჩახერგილია ტრანსპორტი და მძღოლი იძულებულია გაჩერდეს, რაც დაბრკოლებას უქმნის სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობას განივი მიმართულებით.
