1.დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზის განათებისაგან დამოუკიდებლად, აგრეთვე გვირაბში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებაზე უნდა ჩაირთოს შემდეგი სანათი ხელსაწყოები: ა) ყველა მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებასა და მოპედზე – ფარების ახლო ან შორი განათება; ბ) ველოსიპედზე – ფარები ან ფარნები; გ) საჭაპნე ოთხთვალაზე – ფარნები (თუ ასეთი არის); დ) მისაბმელზე – საგაბარიტო სინათლეები.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ
