Article 120. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ან მისი არადანიშნულებით გამოყენება
Consolidation №639 Verified against the current consolidation · 24 Jun 2026
1.სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ციმციმა სიგნალის და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს კონფისკაციას. 1 1 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
2.ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით. 2 1 . საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციას. 2 2 . ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციას.
3.იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი (გარდა ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალისა), ან რომელიც ახორციელებს ესკორტს, ან რომელსაც მიაცილებენ, გარდა შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან სახანძრო-სამაშველო სატრანსპორტო საშუალებისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 3 1 . შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ან პოლიციის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
4.ამ მუხლის მე-2, მე-3 ან 3 1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. შენიშვნა:
1.სპეციალური სანათი ხელსაწყოს უკანონოდ დაყენებად ჩაითვლება ასეთი ხელსაწყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის სალონში საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის შესამჩნევ ადგილზე დადგმა (მუშა მდგომარეობაში ან უამისოდ).
2.სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენებად ჩაითვლება, თუ მისი გამოყენება ოპერატიული ან სპეციალური საშუალების დანიშნულებიდან გამომდინარე მოვალეობის შესრულებასთან არ არის დაკავშირებული.
4.ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.
5.( ამოღებულია – 02.05.2014, №2375 ).
6.ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან.
7.თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლის მე-2, მე-3 და 3 1 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 268 1 და 290 1 მუხლებით დადგენილი წესით. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649 საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4707 – სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.137 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227 საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1835 – ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.
Compare versions
1. სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება ან/და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისთვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის დარღვევით − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე სპეციალური ციმციმა სიგნალის და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს კონფისკაციას. 1 1 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული სპეციალური ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენება, ან ასეთი ხელსაწყოთი აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების შეუფერხებლად გატარების წესების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 ლარის ოდენობით. 2 1 . საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით სატრანსპორტო საშუალებაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენება − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციას. 2 2 . ამ მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციას. 3. იმ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი (გარდა ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალისა), ან რომელიც ახორციელებს ესკორტს, ან რომელსაც მიაცილებენ, გარდა შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ან სახანძრო-სამაშველო სატრანსპორტო საშუალებისა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 3 1 . შესაბამისი ამოსაცნობი ნიშნების მქონე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ან პოლიციის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეფერხება, რომელზედაც ჩართულია სპეციალური სიგნალი, – გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-2, მე-3 ან 3 1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. სპეციალური სანათი ხელსაწყოს უკანონოდ დაყენებად ჩაითვლება ასეთი ხელსაწყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით სატრანსპორტო საშუალებაზე ან მის სალონში საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთათვის შესამჩნევ ადგილზე დადგმა (მუშა მდგომარეობაში ან უამისოდ). 2. სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს არადანიშნულებით გამოყენებად ჩაითვლება, თუ მისი გამოყენება ოპერატიული ან სპეციალური საშუალების დანიშნულებიდან გამომდინარე მოვალეობის შესრულებასთან არ არის დაკავშირებული. 3. (ამოღებულია – 21.04.2017, №712). 3 1 . (ამოღებულია – 21.04.2017, №712). 4. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების ჩადენისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 290-ე მუხლის 1 1 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობისას ჯარიმა შეიცვლება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით. 5. ( ამოღებულია – 02.05.2014, №2375 ). 6. ჯარიმის გადახდა ან ჯარიმის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებით შეცვლა არ ათავისუფლებს პირს საურავის გადახდისაგან. 7. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლის მე-2, მე-3 და 3 1 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 290 1 და 290 2 მუხლებით დადგენილი წესით. [ 7. თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლის მე-2, მე-3 და 3 1 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლით განსაზღვრული ჯარიმა გადაიხდება ამ კოდექსის 268 1 და 290 1 მუხლებით დადგენილი წესით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1989 წლის 5 ივნისის ბრძანებულება №2156 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №6, ივნისი, 1989 წ., მუხ.72 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308 საქართველოს რესპუბლიკის 1995 წლის 29 ივნისის კანონი №771 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №27-30, აპრილი-ივლისი, 1994-1995წწ., მუხ.649 საქართველოს 1996 წლის 27 ივნისის კანონი №313 – პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.1996წ., გვ. 32 საქართველოს 1997 წლის 13 მაისის კანონი №696 – პარლამენტის უწყებანი, №23-24, 07.06.1997წ., გვ. 3 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1753 – სსმ I, №38, 15.07.2005წ., მუხ.251 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2962 – სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.110 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4707 – სსმ I, №18, 22.05.2007წ., მუხ.137 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5027 – სსმ I, №25, 05.07.2007წ., მუხ.225 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3280 – სსმ I, №38, 16.07.2010წ., მუხ.227 საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6173 – ვებგვერდი, 18.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1644 – ვებგვერდი, 13.12.2013წ. საქართველოს 2013 წლის 24 დეკემბრის კანონი №1835 – ვებგვერდი, 03.01.2014წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2375 – ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №712 – ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №932 – ვებგვერდი, 08.07.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.
The story of this article· 2
The amendments this article has been through
· published 24 Mar 2026
Consequential reference in penalty framework; no substantive change.
Added sections 2¹ & 2²: Using non-standard flashing lights to mislead traffic participants results in a 2,000 GEL fine + confiscation. Repeat offense within one year increases the fine to 2,500 GEL + confiscation.
CitationRelated by meaningსაქართველოს ადმინისტრა…საგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს საარჩევნო …საქართველოს საბაჟო კოდ…ინფორმაციული უსაფრთხოე…საგზაო მოძრაობის უსაფრ…
Article 120 — სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე, სანათი ან ხმოვანი ხელსაწყოს დაყენების წესების დარღვევა ან მისი არადანიშნულებით გამოყენება | საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი