Article 31. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის სამეწარმეო ან არასამეწარმეო იურიდიული პირი. 1 1 . კერძო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით, სხვა დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე.
3. ( ამოღებულია - 21.07.2010, №3530 ) .
4. ( ამოღებულია - 21.07.2010, №3530 ) .
5. ( ამოღებულია - 21.07.2010, №3530 ) .
