1.შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო.
2.შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციის მიზნით სააგენტოს უნდა წარედგინოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა სა კანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია.
3.შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციისათვის ვადები და მომსახურების საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის განსაზღვრული წესით.
4.შემოქმედებითი კავშირის რეგისტრაციის სხვა წესები და რეესტრიდან ამონაწერის ფორმები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციით. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №501 5 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5574 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.

