„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 13^2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა უფლებები და მოვალეობები
1. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიე უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მართვაში; ბ) აირჩიოს და არჩეულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობასა და სამეთვალყურეო საბჭოში; გ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოსგან მიიღოს სრული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის შესახებ; დ) ისარგებლოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მომსახურებით; ე) მიიღოს დივიდენდი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მოგებიდან; ვ) მიიღოს დამატებითი დივიდენდი დამატებითი შენატანის შესაბამისად, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით; ზ) მოითხოვოს საკუთარი ხარჯით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დამატებითი საბუღალტრო შემოწმების ან/და აუდიტის ჩატარება; თ) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრობიდან გასვლისას ან კოოპერატივის წევრობის შეწყვეტის სხვა შემთხვევაში დაიბრუნოს კუთვნილი პაი ფულის ან/და ქონების სახით, ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; ი) სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში მისი ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შედეგად დარჩენილი ქონებიდან მიიღოს შესაბამისი წილი ამ კანონითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით; კ) გაეცნოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რეესტრის მონაცემებს; ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წესდებით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
