„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 15. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებამდე დაფუძნებულ კოოპერატივს, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს, ამავე კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოს მიმართოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის წესი.
3. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს დაფუძნება, სააგენტოს დებულების დამტკიცება და ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
4. იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებსაც 2016 წლის 1 იანვრამდე მიენიჭებათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი და რომლებზედაც არ ვრცელდება „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, უნარჩუნდებათ აღნიშნული სტატუსი.
5. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ საკუთარი წესდებების ამ კანონთან შესაბამისობა. საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ. საქართველოს 2021 წლის 4 თებერვლის კანონი №166 – ვებგვერდი, 08.02.2021წ. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1140 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
