„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით
Article 8. მონიტორინგი
1. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგი.
2. სააგენტო ამტკიცებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგის ყოველწლიურ გეგმას, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია გასაცნობად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე ყველა კოოპერატივისთვის.
3. თუ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საფოსტო გზავნილის მეშვეობით იურიდიულ მისამართზე ორჯერ ვერ ჩაჰბარდება მისი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების შესახებ წერილობითი შეტყობინება ან ადრესატი უარს აცხადებს ამ შეტყობინების ჩაბარებაზე, სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნული შეტყობინების საჯაროდ, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rda.gov.ge) გამოქვეყნებას. წერილობითი შეტყობინება ადრესატისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2941 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 11 ნოემბრის კანონი №4495 - ვებგვერდი, 24.11.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1643 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5498 – ვებგვერდი, 23.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2434 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
