1.დიპლომატიური ან საკონსულო საქმიანობის განსახორციელებლად დიპლომატიური თანამდებობის პირის მივლინება იმ ქვეყნებში, სადაც რთული პოლიტიკური, ეკონომიკური, საყოფაცხოვრებო, კრიმინოგენული და კლიმატური პირობებია, დასაშვებია მხოლოდ დიპლომატიური თანამდებობის პირის თანხმობით.
2.მივლინების ადგილებში შეიარაღებული ან სამოქალაქო კონფლიქტების, სტიქიური უბედურებების ან სხვა ისეთი ვითარების წარმოშობისას, რომელიც საფრთხეს უქმნის სამუშაოდ მივლინებული პირისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ქონებას, საქართველო იღებს ყველა საჭირო ზომას მათი სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და დასაცავად.
