სანოტარო მოქმედებები, ნოტარიუსის გარდა, შეიძლება შეასრულონ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების სათანადოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, რომლებიც ხელმძღვანელობენ საკონსულო დაწესებულებებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტებით და ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებით. საკონსულო დაწესებულებებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება ენიჭებათ მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში.
Article 42. სანოტარო მოქმედებები, რომლებსაც ასრულებენდიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების თანამდებობის პირები
Consolidation №29 Verified against the current consolidation · 23 Jun 2026
Topics:Real Estate Transactions
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.





