1.აკადემიის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. აკადემიისათვის გამოყოფილი სახსრები ცალკე აისახება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში.
2.აკადემიის დაფინანსების დამატებითი წყაროებია: ა) სამეცნიერო კვლევების მხარდამჭერი სახელმწიფო და კერძო, მათ შორის, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ფონდები; ბ) გრანტები და ხელშეკრულებების შესრულებით მიღებული შემოსავლები; გ) ფულადი სახსრები, რომელთა მიღება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
